ინგლისური ენის კურსები

“პროფესიული განვითარების ცენტრი” გთავაზობთ დროის უმოკლეს მონაკვეთში ინგლისური ენის შესწავლას, დაჩქარებული მეთოდით.

ზოგადი ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი შედგება ექვსი დონისგან, მოიცავს გრამატიკის და ლექსიკის შესწავლას, დიდი ყურადღება ეთმობა წერის, კითხვის, მეტყველების, გამოთქმის და მოსმენის უნარ-ჩვევების განვითარებას, მეცადინეობისას გამოყენებული იქნება თეორიული და პრაქტიკული მასალები, ტესტები და სხვადასხვა სავარჯიშოები.

მსმენელებს ჩაუტარდებათ წინასწარი გასაუბრება და ტესტირება დონის დასადგენად.

ღირებულება თვეში: 150 ლარი (კვირაში 2-ჯერ); ინდივიდუალურად 250 ლარი;

ყველა დონის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი