სწავლების მიზანი:

კურსის მიზანია, გააცნოს მსმენელებს ტურიზმის, სასტუმროსა და ზოგადად, მომსახურების სფეროს ფუნქციონირებისათვის საჭირო ბიზნეს ურთიერთობები, ეფექტური კომუნიკაციის საშუალებანი, მიმართულებები, ისტორია, განვითარების პერსპექტივები და ტენდენციები. ტურისტული და სასტუმრო ინდუსტრიის საბაზისო ბიზნეს ტერმინოლოგია, ტურიზმისა და სასტუმრო ბიზნესის სტრუქტურა, სუბიექტები, ძირითადი ცნებები, ტურიზმისა და განთავსების საშუალებათა სახეები, მიმართულებები.

სწავლების შედეგად მიღებული კომპეტენციები:

  • კომუნიკაციის არსებული საშუალებების ეფექტურად გამოყენების საფუძველზე ტურიზმისა და სასტუმრო მენეჯმენტის თეორიისა და პრაქტიკისა ერთიანობის გაცნობიერება
  • სერვისის სფეროსა და მასში შემავალი კომპონენტების მენეჯმენტის პრაქტიკაში გამოყენება, კერძოდ, კონკრეტული საქმიანობის დაგეგმვა და მართვა
  • მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების უნარი
  • ეფექტური კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე
  • ცოდნის მუდმივად განახლებისაკენ სწრაფვა. უწყვეტი და მუდმივად განახლებადი ცოდნის მნიშვნელობის გაცნობიერება
  • ელექტრონული საშუალებების გამოყენება თანამედროვე ტენდენციების და სიახლეების ცოდნის მუდმივი განახლების მიზნით შემდგომი სწავლისა და განვითარების მიზნების განსაზღვრა
  • ეფექტური კომუნიკაციის როლის, ადამიანური ფაქტორისა და გუნდური მუშაობის პრინციპის მნიშვნელობის გაცნობიერება
  • გარემოს მოფრთხილება
  • ეკოლოგიური ცნობიერების საკითხების გააზრებისას გაეზრდება სოციალური პასუხისმგებლობა.ტრენინიგის შინაარსი:ტურიზმის განმარტებები და ცნებები; ტურიზმი ბიზნესია
  • მოგზაურობასა და რეკრეაციასთან დაკავშირებული ცნებები
  • განთავსების საშუალებებსა და ტურისტულ სერვისთან დაკავშირებული
  • ძირითადი ტერმინები
  • კომერციული საქმიანობის აუცილებელი პირობა - პროფესიონალიზმი
  • პროფესიული იმიჯი, ბიზნეს ეტიკეტი.მოგზაურობა და მოგზაურობის ისტორია; ტურიზმის მარკეტინგის თავისებურებანი
  • მოგზაურობები უძველეს ხანაში; ტრანსპორტის სახეობები
  • ტურიზმის ბაზრის ცვალებადობა კლიენტის მოთხოვნილებების შესაბამისად
  • კლიენტთა საჭიროებების, სურვილების, ინტერესების გათვალისწინება
  • ტურიზმისა და სასტუმრო მეურნეობის საკანონმდებლო საფუძვლები: სასტუმრო კონტრაქტები, სასტუმროსა და ტურსააგენტოს შორის ურთიერთობათა კოდექსი, საერთაშორისო სასტუმრო წესები.ტურიზმის სახეობები
  • კომუნიკაბელურობა - მენეჯერის აუცილებელი უნარი
  • ტურიზმის სახეობები ზოგადი მახასიათებლების მიხედვით
  • ტურიზმის სახეობები მოტივაციის მიხედვით
  • საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები და ბიზნეს ტერმინოლოგია
  • ხელშეკრულების გაფორმება (საბაზისო საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები) ტურიზმის მარკეტინგი
  • ბაზრის სეგმენტაცია, ტურიზმისა და სასტუმრო პროდუქტის პოზიციონირება, მარკეტინგის სტრატეგიები და ტექნოლოგიები,ბიზნეს ვიზიტი - ეფექტური ტაქტიკური ხერხი
  • სასტუმრო ბიზნესის ორგანიზაციული მოდელები, ფრანჩაიზინგის სისტემა, განთავსების საშუალებათა და სასტუმროთა არსებული კლასიფიკაცია, ტიპოლოგია, ნომრების ფონდი, სტანდარტიზაცია და ხარისხის მართვის სისტემა
  • კომერციული საქმიანობის ეფექტურად წარმართვის გზა
  • კლიენტთა კეთილგანწყობის მოპოვების ხერხები, სატელეფონო საუბრის ეფექტურად წარმართვის უნარ-ჩვევები; ვიპ- მომსახურების წესი და სხვა
  • პერსონალი და მისი მართვის ფუნქციები, სასტუმროს საორგანიზაციო სტრუქტურა და ყველა ძირითადი სამსახური
  • სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და სათავსების მოვლა-პატრონობის საკითხი, აგრეთვე, თეთრეულის მეურნეობის მოვლა-პატრონობა და სანიტარულ-ტექნიკურ დანადგარები
  • პერსონალის მართვა, განათლების სისტემა, კონფლიქტების მართვა, მოტივაციის სისტემა, "ფეხის ქირა"
  • შიდასაორგანიზაციო ნორმატიული დოკუმენტები, თანამდებობროვი ინსტრუქციები, სასტუმროს მუშაკთა ფუნქციური მოვალეობები
  • საკომუნიკაციო ტექნიკის გამოყენება ტურიზმისა და სასტუმროს ბიზნესში (წერილობითი კომუნიკაცია: მემორანდუმი, ჯავშანი, მიმოწერა, ბიზნეს ტერმინოლოგია)
  • მენეჯმენტის საფინანსო ვალდებულებანი; მატერიალური რესურსების მართვა; დროის მენეჯმენტი** საფინანსო ბიზნეს ტერმინოლოგია
  • გლობალიზაცია და კომპიუტერიზაცია
  • გლობალური რეზერვაციის სისტემები
  • საბაზისო ბიზნეს ტერმინოლოგია

კურსის ხანგრძლივობა: ორი თვე ( სტაჟირებით)

ტრენინგის ხანგრძლივობა: 1,5-2 საათი (კვირაში 2-ჯერ)

ღირებულება თვეში: 200 ლარი

მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალით

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი