ეფექტური გაყიდვები & მარკეტინგული კომუნიკაციები

ტრენერი: გიორგი ბარკალაია

გიორგი ბარკალაიას აქვს მარკეტინგულ, საკონსულტაციო და საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება.

სხვადასხვა დროს იყო „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, „არტი ჯგუფის“, საქართველოს ბანკის ჯგუფის (რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: საქართველოს ბანკი, ბი-ჯი-ბანკი (უკრაინა), ბელორუსიის სახალხო ბანკი (ბელორუსია) და „ალდაგი–ბი-სი-აი“ – სადაზღვევო კომპანია), შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიისა“, სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ და სამაუწყებლო ტელეკომპანია იმედის მარკეტინგის და კომერციის მიმართულებების ხელმძღვანელობა.

მან განათლება მიიღო საქართველოს, აშშ-სა და კანადის უნივერსიტეტებში. ის კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორია დაგააჩნია საგანმანათლებლო საქმიანობის ოცწლიანი გამოცდილება

ტრეინინგის მიზანია: მსმენელს მისცეს გაყიდვების მენეჯმენტში და მარკეტინგული კომუნიკაციებში სისტემური ცოდნა, ასევე გამოუმუშაოს ისეთი საკითხების პრაქტიკაში გამოყენების უნარი, როგორებიცაა ბიზნესის შიდა და გარე გარემოს კომპლექსური პრობლემების გადაჭრისა და მომხმარებლების ღირებულებების შექმნის ახალი ინოვაციური გზების ძიება.

   მსენელი მიიღებს:

  • ახალ, გაუთვალისწინებელ და მულტიდისციპლინურ გარემოში მოქმედების უნარს;
  • მარკეტინგის და გაყიდვების ძირითადი პრინციპების ცოდნას;
  • მომხმარებლებთან ურთიერთობების მართვის პრინციპების სისტემურ ცოდნას.

საერთაშორისო ბაზრის შერჩევისას მსმენელი გააცნობიერებს:

  • კონკურენტუნარიანი უპირატესობის მოსაპოვებლად საჭირო ახალ ინოვაციურ სტრატეგიებს;
  • სამომხმარებლო ბაზარსა და მომხმარებლის ყიდვის ჩვევებს;
  • ფასდადების პრინციპების კრიტიკული ანალიზის მეთოდებს;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის ორიგინალური იდეების შემუშავებასა და ა.შ.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 10 საათი

ღირებულება : 550 ლარი

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი