საბაჟოსთან ურთიერთობა, საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება ASYCUDA WORLD (eCustoms)-ში

კურსის დასახელება

საბაჟოსთან ურთიერთობა, საბაჟო დეკლარაციის შევსება ASYCUDA WORLD (ECustoms)-ში.

კურსის მიზანი

მსმენელს გააცნოს საქონლის შემოტანა/გატანასთან დაკავშირებულ საბაჟო პროცედურები, აუმაღლოს კვალიფიკაცია ASYCUDA WORLD (ECustoms) მოდულთან მუშაობის მიმართულებით, გააცნოს საბაჟო საკითხებთან დაკავშირებული სიახლეები და გაზარდოს კომპანიის თანამშრომელთა ეფექტურობა.

სამიზნე აუდიტორია

საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული კომპანიების საბაჟო წარმომადგენლები, ბუღალტრები, ლოჯისტიკისა და შეყიდვების თანამშრომლები;

სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების მსურველები;

ნებისმიერი პირი, რომელთაც სურთ გაიღრმაონ ცოდნა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დადგენილ საქონლის შემოტანა/გატანის საბაჟო პროცედურებზე და საქონლის გაფორმებაზე;

 

სწავლის შედეგი

ტრენინგის გავლის შემდეგ მსმენელს ეცოდინება ASYCUDA WORLD (ECustoms)-ში სასაქონლო საბაჟო დეკლარაციების შევსება, rs.ge-ზე ელექტრონული სერვისების გამოყენება,

საბაჟო პროცედურების განხორციელება;

ტრენერი

 

გიორგი წიკლაური (გააჩნია როგორც პრაქტიკული საქმიანობის ასევე სწავლების მრავალწლიანი  გამოცდილება. აქვს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში მუშაობის ცხრაწლიანი გამოცდილება, ასევე კერძო კომპანიაში წლების განმავლობაში მუშაობს საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, აქვს დიდი პრაქტიკული გამოცდილება იმპორტ-ექსპორტის პროცედურების განხორციელების, საბაჟო დოკუმენტაციის მომზადების, ტვირთების წინასწარი დეკლარირების და ა.შ.

ასევე ასწავლის  თსუ-ს პროფესიული განვითარების ცენტრში საბაჟო საქმის პროგრამაზე, საბაჟო გაფორმების მოდულზე.

 

“პროფესიული განვითარების აკადემიურ ცენტრს” გააჩნია პროგრამა ASYCUDA WORLD (eCustoms)-ის ტესტ-სერვერზე წვდომის ოფიციალური უფლება

პროგრამა მოიცავს:


• შესავალი ლექცია, საბაჟო საქმიანობის ზოგადი მიმოხილვა;

• საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ,

HS Codes, ТН ВЭД) სტრუქტურა და მათი გამოყენება.

• პრეფერენციული და არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატები და მათი

გამოყენების პრინციპები;

• საქონლის მიწოდების პირობები INCOTERMS 2010, ქეისების განხილვა, ცვლილებები

INCOTERMS 2010 - 2020;

• საბაჟო ღირებულება და მისი განსაზღვრის მეთოდები, საბაჟო ღირებულების

ელემენტები;

• საბაჟო გადასახდელები (იმპორტის გადასახადი, აქციზი, დღგ); შემოსავლების

სამსახურის მომსახურების ტარიფები;

• საქონლის გაფორმების დროს გამოსაყენებელი საბაჟო პროცედურების ზოგადი

მიმოხილვა;

• საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას საბაჟო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის

სამართალდარღვევები;

• სასაზღვრო საკარანტინო კონტროლი;

• არასატარიფო ღონისძიებები;

• საბაჟო დეკლარაციის სახეები, საქონლის გაფორმების და საბაჟო კონტროლის

განხორციელებისთვის საჭირო დოკუმენტები და მათი მიმოხილვა;

• ASYCUDA WORLD-ის (eCustoms) მოდულის მიმოხილვა, საქონლის საბაჟო დეკლარაციის

(სსდ) ველების შევსების წესი, ახალი სსდ-ის შექმნა - რეგისტრაცია. წინასწარი

დეკლარირება და მისი უპირატესობები;

• სსდ-ის შევსება იმპორტის საბაჟო პროცედურისას (ერთკოდიანი);

• სსდ-ის შევსება იმპორტის საბაჟო პროცედურისას (მრავალკოდიანი);

• სსდ-ის შევსება ექსპორტის საბაჟო პროცედურისას;

• სსდ-ის შევსება, პრაქტიკული სავარჯიშოები;

• სსდ-ში ცვლილების შეტანა/გაუქმება გაფორმებამდე და გაფორმების შემდეგ, rs.ge-ზე

საბაჟოსთან დაკავშირებული ელექტრონული სერვისების განხილვა.


ტესტი (30 შეკითვა – 30 ქულიანი; გამსვლელი ქულაა 21 და მეტი).

ლიტერატურა:

სასწავლო მასალა მონაწილეებს მიეწოდება ელექტრონულად.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 თვე (30 საათი), კვირაში 2ჯერ

ლექციის ხანგრძლივობა: 2 საათი
ტრენინგის დაწყების დრო: 19:30 სთ

ღირებულება: 285 ლარი თვეში

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი