ტურის დაგეგმვა და მართვა
გთავაზობთ ტრენინგს ტურის დაგეგვმასა და ტურიზმის მენეჯმენტში, სასწავლო კურსში ყურადღება დაეთმობა ტურიზმისა და მოგზაურობის ზოგად განმარტებებს. ტურიზმის დაგეგმვისა და მენეჯმენტის კონცეფციებს და საკითხებს. ყურადღება გამახვილდება ასევე ტურის დაგეგმვასა და მართვაზე ტურიზმის ინდუსტრიაში. დეტალურად იქნება შესწავლილი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების როლი ტურიზმის დაგეგმვასა და მართვაში. საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი, ტურიზმის დაგეგმვას და ტურისტული მარშრუტის დაგეგმვა და მენეჯმენტი. აღწერილი იქნება მარშრუტების კლასიფიკაცია. მათი დაგეგმვა, დროში გაწერა და მართვა. ტურის დაგეგმვა საქართველოს კუთხეებში. სტუდენტები გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიების საჭიროებას და მათ გამოყენებას. დაიგეგმება საქართველოს ტურისტული ობიექტების განვითარების პერსპექტივები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გარემოს დაცვით და უსაფრთხოების საკითხებს ტურის დაგეგმვისას. ასევე პარტნიორების მოძიებას ტურიზმის სექტორში არსებულ ორგანიზაციებში და მათთან თანამშრომლობის პერსპექტივებს.
გაკეთდება სათანადო დასკვნები და სამომავლო გეგმები ტურიზმის დაგეგმვასა და მართვაში.
ყოველივე ეს კურსდამთავრებულებს მისცემს სათანადო ცოდნას ტურიზმის დაგეგვმასა და მენეჯმენტში. ასევე მისცემს საშუალებას პრაქტიკები გაიარონ პრესიჟულ ტურისტულ კომპანიებში და წარმატებით მოახდინონ თავინთი ცოდნის რეალიზაცია ტურიზმის სფეროში.
ტრენინგის პროგრამა:
- მოგზაურობისა და ტურიზმის განმარტებები
- ტურის დაგეგმვა და მართვა ტურიზმის ინდუსტრიაში
- მარშრუტების აღწერა, მათი დაგეგმვა, დროში გაწერა და მართვა
- მარშრუტების კლასიფიკაცია
- საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი, ტურიზმის დაგეგმვასა და მართვაში
- თანამედროვე ტექნოლოგიები და საჭირო აღჭურვილობა
- ტურის დაგეგმვა საქართველოს კუთხეებში
- პარტნიორობა და თანამშრომლობა ტურის დაგეგმარებისას
- უსაფრთხოების საკითხები მარშრუტის დაგეგმვისას
- გარემოს დაცვითი საკითხები ტურის დაგეგმვისას
- საქართველოს ტურისტული ობიექტების განვითარების პერსპექტივები
- შემაჯამებელი დასკვნები და შეფასებები
კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე (სტაჟირებით)
ტრენინგები ტარდება კვირაში 2-ჯერ
ღირებულება 180 ლარი (თვეში)
მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი