პროექტების მენეჯმენტის კურსის სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ ძირითად მოდულებს:

  • მენეჯმენტის არსი და პროექტის ორგანიზაციული სტრუქტურის დაგეგმვა
  • სტრატეგიული გეგმის შედგენა და პროექტის მიზნების, ამოცანების განსაზღვრა
  • პროექტის საქმიანობის განრიგის შედგენა
  • ფუნქციონალური უფლება-მოვალეობების განსაზღვრა
  • პროექტის ბიუჯეტის შედგენა და ხარჯების კონტროლი
  • პროექტის მიზნებისა და ამოცანების მართვა
  • რისკების მართვა (რისკების განსაზღვრა, შეფასება და შემცირება)
  • ხარისხის კონტროლი პროექტის მენეჯერებისთვის
  • საქმიანობის ანალიზის ჩატარება, შეფასება და კონტროლი
  • პროექტის შეფასების კრიტერიუმები და მეთოდები
  • პროექტის ანგარიშგება და რეპორტინგი

კურსის მიზანია: ინტერაქტიული ლექციებით მსმენელს მივცეთ ცოდნა, განუვითაროთ მენეჯერული უნარები და პოტენციალი, რომლითაც განახორციალებენ საკუთარი ან სხვისი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატებულად მართვას. მიიღონ პრაქტიკულ ცოცხალი მაგალითების და სხვადასხვა სიტუაციური ამოცანების განხილვაზე დაფუძნებული ცოდნა, ანალიზის საფუძველზე ჩაწვდნენ პროექტის და მენეჯერის ამოცანებს, გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და მოახდინონ პრაქტიკაში მისი რეალიზება. კურსის მიზანია, მსმენელების მიერ პროექტების ეფექტური მენეჯმენტის კონცეფციისა და თანამედროვე ტექნიკის სრულყოფილი ათვისება, თეორიული ცოდნის შეძენასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება-სრულყოფა. კურსი საშუალებას მისცემს მსმენელებს, ჩამოაყალიბონ მიზნები და განახორციელონ კონრეტული ამოცანები.

კურსის სასწავლო ლექცია მოიცავს:

  • თეორიულ მეცადინეობას
  • პრაქტიკული მაგალითების განხილვას
  • დისკუსიები თემატიკების მიხედვით
  • ბიზნეს გეგმის მომზადებას და დაცვა

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ:

  • პროექტის მიზნების და ამოცანების განსაზღვრა
  • პროექტის დაგეგმვა
  • პროქტის სტრუქტურის ჩამოყალიბება
  • პროექტის ბიუჯეტის შედგენა
  • რესურსების შეფასება: კადრები,ფინანსები, დრო, მასალები, ენერგია, და ა.შ.
  • პროექტის რისკების განსაზღვრა, შეფასება და შემცირება
  • გადაწყვეტილების მიღების და ანალიზის პრინციპები
  • პროექტის ეფექტიანი მენეჯმენტისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევები
  • პროექტის ეფექტიანობის განსაზღვრა და შედეგების დემონსტრირება
  • მენეჯერული ინფორმაციის ანალიზის ტექნიკა და პრაქტიკაში გამოყენების მეთოდოლოგია
  • პროექტის მართვისას სხვადასხვა მენეჯერული მიდგომებისა და სტრატეგიების დიფერენციაცია
  • ქართული რეალობის შესაბამისობა პროექტების ეფექტიანი მენეჯმენტის საერთაშორისო პრაქტიკასთან

ტრენინგის ხანგრძლივობა: 1 თვე (კვირში 2 ლექცია)

ლექციის ხანგრძლივობა 1,5 სთ

ტრენინგის ღირებულება 300 ლარი

მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი