პროგრამა მოიცავს აფთიაქის/ზოომაღაზიის ვეტერინარი ტექნიკოსის პროფესიის დაუფლებისათვის საჭირო საბაზისო თემებს:

  • ვეტერინარულ აფთიაქში/ზოომოღაზიაში უსაფრთხოების პარამეტრები;
  • ვეტერინარულ აფთიაქში/ზოომაღაზიაში ვეტერინარულ პრეპარატებთან, ცხოველის საკვებთან და სხვა პროდუქტთან დაკავშირებული საქმიანობის წარმოების თავისებურებები;
  • სამკურნალო საშუალებების სახეების და სამკურნალწამლო ფორმების ძირითადი ფარმაკოკინეტიკა და ფარმაკოდინამიკა;
  • რეცეპტში მოცემული ინფორმაციის სწორად გააზრება, წამლების, ცხოველის საკვების პირველადი ორიგინალური შეფუთვის დაშლა, ხელახალი შეფუთვა და მარკირების ძირითადი საკითხები;
  • მომხმარებლისათვის ვეტერინარული პრეპარატების, ბიოლოგიურად აქტიური დანამატების, ჰიგიენური საშუალებების, ცხოველის საკვების შერჩევა, ინსტრუქციის შესაბამისად და კომპეტენციის ფარგლებში დოზირებაზე ინფორმაციის მიწოდება;
  • პროდუქციის მიღება, აღრიცხვა, განთავსება აფთიაქში და ნაშთის კონტროლი;
  • კანონმდებლობის შესაბამისად დოკუმენტაციის წარმოება და ვეტერინარულ აფთიაქში/ზოომაღაზიაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
  • კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
  • დოზირების პრინციპები ვეტერინარიაში
  • ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირება, დაფასოება, შეფუთვა და მარკირება
  • სანიტარულ-ჰიგიენური და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა
  • ვეტერინარულ რეცეპტში მოცემული ინფორმაციის წაკითხვა
  • ვეტერინარულ-ფარმაკოლოგიური საქმიანობის აღწერა
  • ცხოველთა საკვების ეტიკეტირება, დაფასოება, შეფუთვა და მარკირება
  • მომხმარებლისთვის ბიოლოგიურად აქტიური დანამატებისა და ჰიგიენური საშუალებების შერჩევა
  • პროდუქციის შენახვა-დასაწყობება, განთავსება და ნაშთის კონტროლი
  • დოკუმენტაციის წარმოება

კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე (სტაჟირებით). ტრენიგები ტარდება კვირაში 2-ჯერ

ღირებულება: 1400 ლარი (თვეში 350 ლარი)

გაკვეთილის ხანგრძლივობა: 3 საათი

მსმენელები უზრუნვეყოფილი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო სერთიფიკატი