თეა სიჭინავას ტრენინგი „ეფექტური კომინიკაციები“

კონკრეტული ტრენინგის მიზანია მედიასთან ურთიერთობა, რაც     მოიცავს შემდეგ საკითხებს: როგორ დავაინტერესოთ მედია, რომ ჩვენთვის სასურველი ღონისძიება ან პროდუქტი მოხვდეს მათი ყურადღების ცენტრში, რა კონკრეტული ნაბიჯებია ამისთვის საჭირო (პრესრელიზი, როგორ იწერება პრესრელიზი, არის თუ არა საკმარისი მხოლოდ პრესრელიზი), როგორ დავაინტერესოთ მედია, რომ ჩვენთვის სასურველი სტუმარი მოხვდეს კონკრეტულ მედიაში (ტელე თუ საგაზეთო ან ინტერნეტ გამოცემებში), სატელევიზიო ეთერებში გასმოვლის, თუ კომენტარის ჩამოყალიბების საუკეთესო ხერხები, არსი და სტრუქტურა (მათ შორის, არასასურველი და არაკომფორტული თემის კომენტირებისას).

 

სამიზნე აუდიტორია:

მომავალი ჟურნალისტები და ადამიანები, რომელთაც ხშირი კონტაქტი აქვთ მედიასთან.

ტრენინგ-სემინარი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.

უერთიერთ-გაცნობა – სემინარის პირველი ნახევარი საათი უნდა დაეთმოს, როგორც საკუთარი თავის, ისე მონაწილე აუდიტორიის გაცნობას. ეს კომპონენტი მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან პირველი სემინარის ბოლო ნაწილი დაეთმობა იმას, თუ ვინ უკეთ და დასამახსოვრებლად წარმოგვიდგინა თავი. ანუ, სემინარის მონაწილეებს პედაგოგი სთხოვს თავი გააცნონ აუდიტორიას. შემდეგ გადადიან სხვა თეორიულ საკითხებზე, ხოლო სემინარის ბოლოს პედაგოგი სვმას ასეთ ამოცანას: გაიხსენონ, თითოეული მონაწილის წარდგენა, რომელიც სემინარის დასაწყისში მოისმინეს. ამით თავად სემინარის მონაწილეები დასკვნას გამოიტანენ, როგორ უნდა წარადგინონ მომავალში მათთვის სასურველი ინფორმაცია, რომ მაყურებლისთვის ან მსმენელისთვის დასამახსოვრებელი იყოს. 

ჟურნალისტიკის ზოგადი მიმოხილვა –რადიო, გაზეთი, სოციალური ქსელები, ტელევიზია. თანამედროვე ჟურნალისტიკის პრობლემები და გამოწვევები (ფეიკ-ნიუსები, გადაუმოწმებელი ინფორმაცია, პროფესიონალიზმი, სანდოობა, პროპაგანდა).

როგორ იგეგმები ახალი ამბები: რა არის ახალი ამბავი? როგორ მოვიპოვოთ ის. რა გზას გაივლის ახალი ამბავი, ვიდრე მაყურებლამდე ან მკითხველამდე მივა? როგორ დგება საინფორმაციო „ვიორსტკა“? როგორ უნდა დავალაგოთ თემა და როგორია სიუჟეტის სტრუქტურა?

პრაქტიკული სამუშაო სემინარის მონაწილეებისთვის: დაიყოფა რამდენიმე ჯგუფი (ორ-ორად ან სამ-სამად). თითოეული ჯგუფი აირჩევს თითო თემას (სურვილის მიხედვით), დაამუშავებს ადგილზე და იმიტირებული პერდაპირი ჩართვის რეჟიმში მოგვაწვდის ინფორმაციას, როგორც ჟურნალისტის, ისე სტუმრის სტატუსით. დასასრულისკენ მოხდება განხილვა და შეფასება.

 

მედიასთან ურთიერთობა:როგორ დავაინტერესოთ მედია ჩვენთვის სასურველი ღონისძიების ან პროდუქტის გასაშუქებლად? რა არის პრეს-რელიზი? როგორ იწერება ის?

პრაქტიკული სამუშაო: მთელი ჯგუფი ირჩევს ერთ თემას და თითოეული მათგანი, ინდივიდუალურად ადგენს პრეს-რელიზს. დასასრულისკენ მოხდება განხილვა და შეფასება.

თოქ-შოუ: როგორ იგეგმება გადაცემა? ვინ და რა პრინციპით ხვდება მსგავსი სახის გადაცემაში სტუმრად? როგორ დავაინტერესოთ მედია, რომ ჩვენთვის სასურველი სტუმარი, ან აზრი, მოხვდეს ამა თუ იმ გადაცემაში?

პრაქტიკული სამუშაო:ვირჩევთ დღის ან კვირის თემას, ვყალიბდებით მთავარ სტუმარზე და აუდიტორიაზე და ვატარებთ იმიტირებულ თოქ-შოუს, სადაც ყველა იღებს მონაწილეობას.დასასრულისკენ მოხდება განხილვა და შეფასება.

რა სურს ჟურნალისტს და რა სურს რესპონდენტს? – როგორ მუშაობს ჟურნალისტი სასურველი ინფორმაციის მისაღებად? როგორ უნდა ჩამოაყალიბოს რესპონდენტმა აზრი ისე, რომ ეთერში მისი კომენტარი დაუმახინჯებლად გავიდეს, ან მთავარი აქცენტი არ დაიკარგოს. როგორ მოვიქცეთ, უხერხული კითხვების თავიდან ასაცილებლად.

პრაქტიკული ნაწილი: თითოეულ მონაწილეს მოუწვეს კონკრეტულ კითხვებზე პასუხების გაცემა უხერხულ სიტუაციებში (მწვავე კითხვები, არაკომფორტული პირობები, უშუქოდ, ხმაურში, მოძრაობაში) . დასასრულისკენ მოხდება განხილვა და შეფასება.

🔅 ტრენინგები ტარდება კვირაში 2-ჯერ (2 საათი)
🔅 ღირებულება: 550 ლარი
🔅კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი
ტრენინგის ხანგრძლივობა: 10 საათი

 👉 დარეგისტრირდი ტრენინგზე

გაზიარება

Facebook
Google+
LinkedIn

FACEBOOK კომენტარები