პირადი ფინანსების მართვა
ტრენინგის მიზანი: ცოდნის დონის ამაღლება პირადი და საოჯახო ფინანსების უკეთ მართვასთან დაკავშირებით - მუდმივად ცვალებად და მაღალ კონკურენტულ გარემოში სწორი ორიენტაციისა დაფინანსურ პროდუქტებზე ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად, ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჭარბვალიანობის თავიდან აცილებისათვის და საკუთარი სამომხმარებლო უფლებების დაცვისათვის
ტრენინგი განკუთვნილია: მათთვის, ვისაც სურს აკონტროლოს საკუთარი ფინანსები -დაგეგმოს და შეინარჩუნოს ფინანსური ჯანმრთელობა გრძელ ვადაში
ტრენინგის თემატიკა:
- ფული და დამოკიდებულება ფულისადმი
- ფინანსური მიზნების დასახვა
- მიზნების დასახვის SMART პრინციპები
- დროის სწორი მართვა
- ბიუჯეტის შედგენა
- შემოსავალ-გასავლის ფულადი ნაკადები
- პირადი ფინანსური გეგმა
- ხარჯვითი ქცევის მართვა
- მიმდინარე ხარჯების ანალიზი
- აუცილებელ საჭიროებებზ ეფულის დაზოგვის/ხარჯების შემცირების გზები
- საბანკო ოპერციები და ტრანზაქციული ხარჯები
- შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობები
- „ფინანსური უსაფრთხოება“ - დეპოზიტები, საპენსიო დანაზოგები და ინვესტიციები
- შემნახველი, დაგროვებადი, ვადიანი და საბავშვო დეპოზიტების მახასიათებლები და სარგებლიანობა, არსებული შემოთავაზებების შედარებითი ანალიზი
- საპენსიო სქემები
- ფულის ინვესტირების ალტერნატიული საშუალებები
- „ძირითადი შენაძენების და სურვილების დაფინანსება“ - კრედიტები
- იპოთეკური და სამომხმარებლო (ავტო სესხები, სტუდენტური სესხები, საკრედიტო ბარათები) კრედიტების რეალური ფასი, შემოთავაზებული ალტერნატივებიდან ინფორმირებული არჩევანის გაკეთება კრედიტის აღებაზე
- ჭარბვალიანობა და კარგი საკრედიტო ისტორია
- „გარანტირებული სიმშვიდე“ - სადაზღვევო პროდუქტები
- ქონების, სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ავტო, სამოგზაურო და საკრედიტო შენატანების დაზღვევის პროდუქტების სარგებლიანობა
- ფინანსური ჯანმრთელობის საგანგაშო სიგნალებიდა მათზე რეაგირება
- ფინანსური პროდუქტების და მომსახურებების მომხმარებელთა უფლებების დაცვა
- მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები საფინანსო სექტორის რეგულაციებში

ტრენერი: ხათუნა ლობჟანიძე
საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილებით
- წლების განმავლობაში მართავდა თიბისი ბანკის ცენტრალურ ფილიალს, ხელმძღვანელობდა მომსახურებისა და ხარისხის მართვის განყოფილებას, ფილიალების ქსელს, იყო სტრატეგიული მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
- ბოლო 5 წელია დაგროვილ მრავალფეროვან გამოცდილებას უზიარებს ახალგაზრდებს ლექციებისა და ტრენინგების სახით სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში
- დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მარკეტინგის განხრით, კვალიფიკაცია აიმაღლა მანჩესტერის ბიზნეს სკოლაში
ტრენინგის ხანგრძლივობა: 15 სთ
ღირებულება:
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი