პროგრამა მოიცავს:

  • ვეტერინარული აფთიაქის/ზოომაღაზიის ვეტერინარი ტექნიკოსის პროფესიის დაუფლებისათვის საჭირო საბაზისო თემებს:
    · ვეტერინარულ აფთიაქში/ზოომოღაზიაში უსაფრთხოების პარამეტრები;
    · ვეტერინარულ აფთიაქში/ზოომაღაზიაში ვეტერინარულ პრეპარატებთან, ცხოველის საკვებთან და სხვა პროდუქტთან დაკავშირებული საქმიანობის წარმოების თავისებურებები;
    · სამკურნალო საშუალებების სახეების და სამკურნალწამლო ფორმების ძირითადი ფარმაკოკინეტიკა და ფარმაკოდინამიკა;
    · რეცეპტში მოცემული ინფორმაციის სწორად გააზრება, წამლების, ცხოველის საკვების პირველადი ორიგინალური შეფუთვის დაშლა, ხელახალი შეფუთვა და მარკირების ძირითადი საკითხები;
    · მომხმარებლისათვის ვეტერინარული პრეპარატების, ბიოლოგიურად აქტიური დანამატების, ჰიგიენური საშუალებების, ცხოველის საკვების შერჩევა, ინსტრუქციის შესაბამისად და კომპეტენციის ფარგლებში დოზირებაზე ინფორმაციის მიწოდება;
    · პროდუქციის მიღება, აღრიცხვა, განთავსება აფთიაქში და ნაშთის კონტროლი;
    · კანონმდებლობის შესაბამისად დოკუმენტაციის წარმოება და ვეტერინარულ აფთიაქში/ზოომაღაზიაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

    კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება:

    დოზირების პრინციპები ვეტერინარიაში ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირება, დაფასოება, შეფუთვა და მარკირება სანიტარულ-ჰიგიენური და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა ვეტერინარულ
    რეცეპტში მოცემული ინფორმაციის წაკითხვა
    ვეტერინარულ-ფარმაკოლოგიური საქმიანობის აღწერა ცხოველთა საკვების ეტიკეტირება, დაფასოება, შეფუთვა და მარკირება
    მომხმარებლისთვის ბიოლოგიურად აქტიური დანამატებისა და ჰიგიენური საშუალებების შერჩევა
    პროდუქციის შენახვა-დასაწყობება, განთავსება და ნაშთის კონტროლი
    დოკუმენტაციის წარმოება

კურსის ხანგრძლივობა: ოთხი (სტაჟირებით). ტრენინგები ტარდება კვირაში 2-ჯერ, სტაჟირება კვირაში 3-ჯერ

ღირებულება: 1400 ლარი (თვეში 350 ლარი)

გაკვეთილის ხანგრძლივობა: სამი საათი

მსმენელები უზრუნვეყოფილი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო სერთიფიკატი